ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ბაკურიანში ახალი საბაგირო დაათვალიერა
ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ბაკურიანში ახალი საბაგირო დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად საკურორტო კომპლექსში მდებარე ავსტრიული კომპანიის, „დოპელმაიერის“ ფირმის ახალი საბაგიროები დაათვალიერა. აღნიშნული პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა.

გონდოლის ტიპის 1 200-მეტრიან საბაგიროს ახალ საბაგირომდე მისასვლელად 6-7 წუთი სჭირდება. რაც შეეხება ახალ, დასაჯდომ საბაგიროს, რომელიც 1 000-მეტრია, იგი ქარისა და წვიმისგან დასაცავად დახურული ტიპისაა და დანიშნულების ადგილამდე მისვლას 5-6 წუთი სჭირდება.

საბაგიროები ევროპულმა კომპანიებმა, LV Service-მა და snowpro-მ ააშენეს.

ახალი საბაგირო გზა ბაკურიანში არსებულ ოთხ სათხილამურო ტრასას (მიტარბი, კოხტა, დიდველი და ტატრაპომა) დააკავშირებს.

აღნიშნული პროექტისთვის 5 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.