ირაკლი ღარიბაშვილმა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ში გაწევრიანებამდე მონტენეგროს ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს
ირაკლი ღარიბაშვილმა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ში გაწევრიანებამდე მონტენეგროს ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროელ კოლეგას, პრედრაგ ბოსკოვიჩს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა პრედრაგ ბოსკოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა.

ამასთან, უწყების ცნობით, მინისტრებმა მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანებამდე განვლილ ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს. ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს და ამ მხრივ, მონტენეგროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორად საქართველოში ნატო-ს მეტი ჩართულობა დაასახელა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში მონტენეგროს მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დატოვე კომენტარი