ირაკლი ღარიბაშვილმა არმაზ ახვლედიანს მიმართა - თქვენ ასოცირდებით „ომის პარტიასთან“, რომელსაც საქართველო მიჰყავდა უფსკრულში, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ არა, ქვეყანა იქნებოდა უფსკრულში
ირაკლი ღარიბაშვილმა არმაზ ახვლედიანს მიმართა - თქვენ ასოცირდებით „ომის პარტიასთან“, რომელსაც საქართველო მიჰყავდა უფსკრულში, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ არა, ქვეყანა იქნებოდა უფსკრულში

თქვენ ასოცირდებით „ომის პარტიასთან“, რომელსაც საქართველო მიჰყავდა უფსკრულში 2012-ში. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ არა, ქვეყანა იქნებოდა უფსკრულში, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, არმაზ ახვლედიანს.

პრემიერმა უპასუხა ხულოს გზასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას და აღნიშნა, რომ გზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.

„ხულოს გზასთან დაკავშირებით უკვე გავეცი პასუხი, ვიცი, რომ ჩამორჩენა იყო ხულოს გზაზე, ჩამორჩენა იყო გარკვეული პერიოდი. სამწუხაროდ, ჩემ პრემიერ-მინისტრობამდე იყო ეს, შემდეგ გაასწორეს, ახალი ინვესტორიც ნახეს და ვფიქრობ, მალე დასრულდება. ბატონო არმაზ, სამწუხაროდ, თქვენ ვისთანაც აფილირდებით და ასოცირდებით, დესტრუქციულ „ომის პარტიასთან“, ამ პარტიას მიჰყავდა საქართველო უფსკრულში 2012-ში და რომ არა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, ეს ქვეყანა იქნებოდა უფსკრულში. თუ ვინმე არის და მიაჩნია, რომ არის უფსკრულში, დაე, იყოს უფსკრულში, თქვენი ჩათვლით. ჩვენ არ ვართ უფსკრულში, პირიქით, ვცდილობთ, ქვეყანა გადავარჩინოთ დაღუპვას და განადგურებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.