ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაზე კრიზისულ დროს, ამა თუ იმ დიდ საკითხზე მე რომ მქონოდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაზე კრიზისულ დროს, ამა თუ იმ დიდ საკითხზე მე რომ მქონოდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის

ყველაზე კრიზისულ დროს მე რომ მქონოდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ამა თუ იმ დიდ საკითხზე, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, ცდილობს, მოისმინოს ჭკვიანური, ბრძნული აზრი.

„როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, იცით, რომ ყველა ნორმალური ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ხალხის წინაშე, ცდილობს, მოისმინოს ჭკვიანური ბრძნული აზრი, რჩევა მიიღოს. პრეტენზია აქვთ დღეს საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვიღაც ყოფილ პრეზიდენტებს და კრიმინალებს, რომ მათ უნდა მიიღონ ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია, იგივე, მათგან ყოფილა შემოთავაზება, რომ დავსხდეთ ერთად, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა.  მე მგონი, არც ერთ ქვეყანაში არავის არ უკვირს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მითუმეტეს პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილის როლი კიდევ უფრო მეტად დიდია, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვინაიდან, იგი არის ამ პარტიის დამფუძნებელიც, მთავარი შემოქმედი 2012 წლისა და შემდეგი გამარჯვებების, ამ სტაბილური პერიოდის. ყველაზე კრიზისულ დროს მე რომ მქონოდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ამა თუ იმ დიდ საკითხზე, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის“, – განაცხადა პრემიერმა.