ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი სამარცხვინოდ შემოიპარა, კანონი დაარღვია და რეაგირება მოახდინა პროკურატურამ, დედამიწის ზურგზე არავინ ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ და ვერ დააყენებს
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი სამარცხვინოდ შემოიპარა, კანონი დაარღვია და რეაგირება მოახდინა პროკურატურამ, დედამიწის ზურგზე არავინ ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ და ვერ დააყენებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზღვრის უკანონო კვეთა არის ჩვეულებრივი დანაშაული და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოახდინა პროკურატურამ.

მისივე თქმით, ამ საკითხს არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ და ვერ დააყენებს.

„მქონდა საუბარი არაერთ ევროპელ კოლეგასთან, მეგობრებთან და ისინი ხუმრობით გაოცებულები, განცვიფრებულები არიან, საერთოდ, როგორ შეეძლო ყოფილ პრეზიდენტს…ჯერ ერთი, ყველა შოკში იყო მაშინ, როდესაც ამ კაცმა დატოვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა, პასპორტი, ეს არის ღალატი და მეორეც, კონტრაბანდის გზით, მალულად, ქურდულად შემოიპარა, მე ვიტყოდი, სამარცხვინოდ. რა თქმა უნდა, მან კანონი დაარღვია. საზღვრის უკანონო კვეთა არის ჩვეულებრივი დანაშაული და შესაბამისი რეაგირება მოახდინა პროკურატურამ, ჩვენმა სახელმწიფომ და არავინ დედამიწის ზურგზე, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ნორმალური ადამიანი ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს და ვერ დააყენებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი გუშინ წარედგინა.

დატოვე კომენტარი