ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა მუნიციპალიტეტში, დაწყებული დედაქალაქიდან, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, დესტრუქციულ ძალებს შანსს არ დავუტოვებთ, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა და ქაოსი
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა მუნიციპალიტეტში, დაწყებული დედაქალაქიდან, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, დესტრუქციულ ძალებს შანსს არ დავუტოვებთ, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა და ქაოსი

ყველა მუნიციპალიტეტში, დაწყებული დედაქალაქიდან, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის დრო დასრულდა და დესტრუქციულ ძალებს არ მიეცემათ საშუალება, ქვეყანა არიონ.

„მინდა, ვუთხრა კიდევ ერთხელ ამ დესტრუქციულ ძალებს, მათ არავითარი შანსი არ აქვთ და ჩვენ მათ არავითარ შანსს არ დავუტოვებთ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა და ქაოსი. რევოლუციების, ქაოსის, ომების დრო ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამთავრებულია. მათი მთავარი ბოროტების შემოქმედი არის ციხეში და დიდხანს იჯდება ციხეში. ეს მინდა ვუთხრა ყველა პროვოკატორს და კიდევ ერთი – ჩვენი მთავარი ამოცანაა, მშვიდად, აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩავატაროთ მეორე ტური და ქვეყანამ გააგრძელოს გრძელვადიანი განვითარება. სულ მცირე სამი წელი, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რეალური პრობლემებზე ვიფიქროთ, ჩვენი მოსახლეობის პრობლემები მოვაგვაროთ, მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ, მეტი განვითარება და პროგრესი შევიტანოთ ყველა რეგიონში“, – განაცხადა პრემიერმა.