ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება აქციების მეშვეობით, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება აქციების მეშვეობით, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება

ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება აქციების მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე კომენტარისას განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში, 2012 წლიდან მოყოლებული, არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის აქციების მეშვეობით.

აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალური ის, რაც ხდება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს. 

აქცია პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.