ირაკლი ღარიბაშვილი – ყირიმის პლატფორმის სამიტზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი წამოვწიე
ყირიმის პლატფორმის სამიტზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი წამოვწიე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ყირიმის პლატფორმის სამიტზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი წამოვწიე. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევით შევძლებთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის პროაქტიული ხედვის ჩამოყალიბებას“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Reaffirmed our unwavering support for 🇺🇦’s territorial integrity & sovereignty at @CrimeaPlatform & raised the issue of 🇬🇪’s occupied territories. Only through joint efforts w/ Int’l partners we will be able to define a proactive vision for peaceful conflict resolution. pic.twitter.com/6cJsxYUrlN
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) August 23, 2021