ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე 22 ივნისს წარდგება

15:55, 20.06.2022

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე 22 ივნისის პლენარულ სხდომაზე წარდგება.

მთავრობის ხელმძღვანელის მოსმენა პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება.

რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს პირველ ივნისს წარუდგინა.

მსგავსი