ირაკლი ღარიბაშვილი – წარმატებას ვუსურვებ ისრაელის პრემიერ ნაფტალი ბენეტს, მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი მტკიცე პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით
წარმატებას ვუსურვებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს, მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი მტკიცე პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ვულოცავ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს და ვუსურვებ მას წარმატებას! საქართველოსა და ისრაელს აკავშირებთ განსაკუთრებული მეგობრობის 26 საუკუნე და საერთო კულტურული მემკვიდრეობა. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას თქვენთან ჩვენი მტკიცე პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, ჩვენი მოძმე ერების საკეთილდღეოდ“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
Congratulations & best of luck to @IsraeliPM @naftalibennett! 🇬🇪&🇮🇱 are linked by a unique friendship of 26 centuries & a common cultural heritage. Looking forward to working w/ you closely to build on & deepen our strong partnership for the success of our brotherly nations.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 14, 2021
12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა.