ირაკლი ღარიბაშვილი – ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, რომელიც დევნილებისთვის 7 000 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ითვალისწინებს

14:55, 28.11.2022

ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, რომელიც დევნილებისთვის 7 000 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, წელსვე ამ მიზნით 50 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილებისთვის ბინების მშენებლობა. 7 000 ბინაზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და წელსვე ამ მიზნით გამოვყოფთ 50 მილიონ ლარზე მეტს“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი