ირაკლი ღარიბაშვილი - ვფიქრობ, საქართველო თამაშობს მიუკერძოებელ, ნეიტრალურ როლს სტაბილურობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად ჩვენს რეგიონში
ირაკლი ღარიბაშვილი - ვფიქრობ, საქართველო თამაშობს მიუკერძოებელ, ნეიტრალურ როლს სტაბილურობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად ჩვენს რეგიონში

ვფიქრობ, რომ საქართველომ ითამაშა და თამაშობს ძალიან მიუკერძოებელ, ნეიტრალურ პოზიციასა და როლს სტაბილურობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვის დედაქალაქში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს სამიტის დაწყებამდე კითხვა დაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებისა და რეგიონში უსაფრთხოების შესახებ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ორივე ქვეყანასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთანაც, საქართველომ ნამდვილად განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი წარმატებული მედიაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, 2021 წელს.

„ასე რომ, მხარს ვუჭერთ მშვიდობიან მოლაპარაკებებს, რომელიც გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მჯერა, ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ასევე მთლიანი რეგიონის ინტერესებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.