ირაკლი ღარიბაშვილი - ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის და ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად
ირაკლი ღარიბაშვილი - ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის და ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად

ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის და ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების ოთხ წლისთავთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, მაქსიმალურად ისარგებლოს ყველა სიკეთით, რაც ევროინტეგრაციას მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისათვის.

„დღეს ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების ოთხი წლისთავს აღვნიშნავთ. 2017 წლის მარტის ისტორიული გადაწყვეტილებით ევროკავშირმა და ევროპის ქვეყნებმა საქართველო სანდო და ღირსეულ პარტნიორად აღიარეს. ეს დემოკრატიის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის ჩვენი ძალისხმევის, გატარებული რეფორმების უმაღლესი შეფასებაა. ამ უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენამ კიდევ უფრო დააახლოვა საქართველო ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახს და ახალი შესაძლებლობები გახსნა მის წინაშე.

დღემდე საქართველოს მილიონზე მეტმა მოქალაქემ  ისარგებლა უვიზო მიმოსვლით ევროპის ქვეყნებში.

ჩვენ ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის და ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად; ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, მაქსიმალურად ისარგებლოს ყველა სიკეთით, რაც ევროინტეგრაციას მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისათვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.