ირაკლი ღარიბაშვილი - ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ
ირაკლი ღარიბაშვილი - ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ

ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო ათ წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია, რაც შეგვეძლო, მიგვეღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბოლო ათ წელიწადში გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც გავაფორმეთ ევროპასთან, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული შარშან, ივნისში, სადაც ნათლად იქნა დადასტურებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ავსტრიას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს და პირადად ბატონ კანცლერს. ძალიან ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.