ირაკლი ღარიბაშვილი - უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ქვეყნის რეზერვები კი - ისტორიულ მაქსიმუმზე, ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც შენარჩუნება და გაძლიერება სჭირდება
ირაკლი ღარიბაშვილი - უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ქვეყნის რეზერვები კი - ისტორიულ მაქსიმუმზე, ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც შენარჩუნება და გაძლიერება სჭირდება

ბიზნესი მოგვყვება, მეტი თავდაჯერებულობა, პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არის ქვეყანაში და ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან მაღალი აქტივობაა ზოგადად ბიზნესსექტორში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა გაიზარდა 15 პროცენტით, შეადგინა 48 მილიარდი ლარი და ორივე კვარტალში ჯამურად 92 მილიარდ ლარს გადასცდა მთელი ბიზნესსექტორის ბრუნვა, რაც ძალიან მისასალმებელია. ჩანს, რომ ბიზნესი მოგვყვება, უფრო მეტი თავდაჯერებულობა, პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არის ქვეყანაში და ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ, მაღალი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ ზრდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, წლის მეორე კვარტლში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 42 ათასით და შეადგინა 737 ათასი, რაც მისასალმებელია.

„უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული. სიღარიბის დონეც არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული და ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. 5,5 მილიარდი დოლარი არის ქვეყნის რეზერვები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება და ამას სჭირდება შენარჩუნება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს შემთხვევით არ მომხდარა.

„ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება და გაძლიერება. ამ პერიოდს სჭირდება შენარჩუნება და გაძლიერება“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.