ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინაში ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის, ამ ომმა დაგვანახა, რომ უნდა მოხდეს ეკონომიკების დივერსიფიკაცია, ომამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა შუა დერეფანს, ახლა ყურადღება გააქტიურდა
ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინაში ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის, ამ ომმა დაგვანახა, რომ უნდა მოხდეს ეკონომიკების დივერსიფიკაცია, ომამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა შუა დერეფანს, ახლა ყურადღება გააქტიურდა

უკრაინაში ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია, ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ახლა ყურადღება გაიზარდა და გააქტიურდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე დისკუსიაზე განაცხადა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებიან.

„უკრაინაში მიმდინარე ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის. ჩვენც გვეხება და, მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გაიზარდა და გააქტიურდა.

ამიტომ, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვაჩნია. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში. მინდა, აქვე ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2.3 მლრდ დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.