ირაკლი ღარიბაშვილი - თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნის გასაუმჯობესებლად და შავი ზღვის უსაფრთხოების შემდგომი გამყარებისთვის საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე ვალდებულებას წარმოადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის მიერ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-ის) შენარჩუნების ფაზაში კულმინაციური სწავლების ჩატარებასთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს.
„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის გასაუმჯობესებლად და შავი ზღვის უსაფრთხოების შემდგომი გამყარებისთვის საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე ვალდებულებას წარმოადგენს“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“.