ირაკლი ღარიბაშვილი - სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში მთავრობა 4 700 ოჯახს დაეხმარა
ირაკლი ღარიბაშვილი - სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში მთავრობა 4 700 ოჯახს დაეხმარა

სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში მთავრობა 4 700 ოჯახს დაეხმარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაგეგმილია ამ პროგრამის გაფართოება იმისთვის, რომ უფრო მეტ ოჯახს დაეხმაროს მთავრობა.

„ორი წლის წინ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის ამოქმედება. ეს არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხები. ეკონომიკის სამინისტრო გასცემს ამ პროგრამის ფარგლებში სუბსიდირებულ სესხებს, უფრო სწორად, ბანკებთან თანამშრომლობს. პროგრამით სარგებლობას შეძლებს ოჯახი, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს ერთ წლამდე ასაკის შვილი და ამ პროგრამის მოდიფიცირებაც არის დაგეგმილი. გვინდა, ეს გავაფართოვოთ, უფრო მეტ ოჯახს დავეხმაროთ. ზოგადად, მინდა, გითხრათ, რომ დღეს ამ პროგრამის ფარგლებში ჩართული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 4 700-ს და ბენეფიციარებს, ჯამურად, 500 მილიონ ლარზე მეტი სესხი დაუმტკიცდათ და ჩვენ დავუსუბსიდირეთ. 4 700 ოჯახს დავეხმარეთ ამ პროგრამის ფარგლებში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.