ირაკლი ღარიბაშვილი - შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევასა და საფრთხეს ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევასა და საფრთხეს ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის

ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას უწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არის არა მხოლოდ გარე საფრთხეები, არამედ შიდა საფრთხეებიც.

„ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა საფრთხეები, შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბოლო ათი წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო. ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.