ირაკლი ღარიბაშვილი - შევქმნით კომისიას, რათა ერთობლივად ვნახოთ გამოსავალი, რომ პენსიონერებს არ ჰქონდეთ არანორმალურად მაღალი პროცენტი
ირაკლი ღარიბაშვილი - შევქმნით კომისიას, რათა ერთობლივად ვნახოთ გამოსავალი, რომ პენსიონერებს არ ჰქონდეთ არანორმალურად მაღალი პროცენტი

შევქმნით კომისიას, მინდა გთხოვოთ, თქვენც რომ ჩაერთოთ ამ კომისიის მუშაობაში, რათა ერთობლივად ვნახოთ გამოსავალი, რომ პენსიონერებს არ ჰქონდეთ არანორმალურად მაღალი პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, პენსიებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებულმა ხელისუფლებამ შეძლო და წინა ხელისუფლების დროს არსებული 100%-ზე მეტი საპროცენტო განაკვეთი 36%-მდე დაწია.

„მქონდა საუბარი მინისტრებთან და ჩვენ შევქმნით კომისიას, მინდა გთხოვოთ თქვენც რომ ჩაერთოთ ამ კომისიის მუშაობაში რათა ერთობლივად ვნახოთ გამოსავალი, იმისთვის რომ პენსიონერებს არ ჰქონდეთ არანორმალურად მაღალი პროცენტი. წინა ხელისუფლების დროს 100%-ზე მეტი საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებისთვის განკუთვნილი, ჩვენ შევძელით, დავაწევინეთ და მეც მქონდა პირადად საუბარი ირაკლი რუხაძესთან, ჩამოვიდა 36%-ზე, მაგრამ ესეც არის მაღალი. ყველას მოგიწოდებთ, ვინც ხართ დაინტერესებული ამ საკითხით, ჩაერთოთ. ვეტერანების პენსიას რაც შეეხება, გეთანხმებით, რომ ეს პრობლემაა, რომელიც მანამდე უნდა მოგვარებულიყო. გიდასტურებთ, რომ 2022 წელს გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში ვეტერანებისთვის პენსიის გაზრდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.