ირაკლი ღარიბაშვილი – შევხვდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს, მადლობელი ვარ სტრატეგიული პარტნიორის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებისთვის
შევხვდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს. მადლობელი ვარ სტრატეგიული პარტნიორის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტია.
„ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მადლობელი ვარ. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის გადამწყვეტია“, – წერს პრემიერი.
Met w/@derekchollet to discuss issues of mutual interest on 🇬🇪-🇺🇸 bilateral agenda. Grateful to our strategic partners for supporting 🇬🇪 on its EU and Euro-Atlantic integration path! US support is pivotal for 🇬🇪 pic.twitter.com/EUZ0kxsBqa
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 23, 2022