ირაკლი ღარიბაშვილი - „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის“ პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს ბრიუსელიდან, ველოდებით, რომ ეს იქნება ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება
ირაკლი ღარიბაშვილი - „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის“ პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს ბრიუსელიდან, ველოდებით, რომ ეს იქნება ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება

„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის“ პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენ ველოდებით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება.

„შარშან ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დავაინიცირეთ. ეს არის ქართული ინიციატივა, ეს შეეხება „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელს“. ეს პროექტი ჩვენ განვიხილეთ. მე ვიყავი პირადად ჩასული 2021 წლის აპრილში ბრიუსელში. ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა სწორედ ეს იყო, როდესაც ჩვენ ვარჩევდით მსხვილ პროექტებს. ჩვენ თავიდანვე მივიღეთ სრული მხარდაჭერა ევროკავშირისგან. შემდეგ აქტიური თანამშრომლობა გავაგრძელეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და შარშან ხელი მოეწერა მემორანდუმს. ახლა აქტიურად მიმდინარეობს შესწავლა. ჩვენ ველით, რომ სექტემბერში გვექნება უკვე კვლევის შედეგები და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მეორე ფაზაზე. სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.