ირაკლი ღარიბაშვილი - შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება
ირაკლი ღარიბაშვილი - შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება

შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება  ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს ევრო-ატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის ძალა.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკის შესახებ. საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს ევრო-ატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის ძალა. შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება“, – აღნიშნავს პრემიერი.