ირაკლი ღარიბაშვილი – შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება

20:29, 17.03.2021

შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება  ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს ევრო-ატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის ძალა.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკის შესახებ. საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს ევრო-ატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის ძალა. შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება“, – აღნიშნავს პრემიერი.

მსგავსი