ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთ თანამშრომლობასა და ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები.

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.