ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახების წინაშე
სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, თავად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვლოცულობთ თურქეთისთვის”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
აფეთქება სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე დღეს მოხდა. თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 53 კი დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.
On behalf of the Government & people of 🇬🇪, I convey our deepest condolences over Istanbul explosion to the people of Turkey, President @RTErdogan himself and the families of the victims. We wish speedy recovery to all injured and pray for 🇹🇷.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) November 13, 2022