ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით, დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმატებაში, ქართველი ხალხის საბოლოო მიზნის მისაღწევად
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით, დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმატებაში, ქართველი ხალხის საბოლოო მიზნის მისაღწევად

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის  გადაცემას საქართველოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართველი ხალხის საბოლოო მიზნის მისაღწევად საქართველოს წარმატებაში დარწმუნებულია.

„ვამაყობ, რომ ევროკომისიის კითხვარი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადავეცი. საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით. დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმატებაში, ქართველი ხალხის საბოლოო მიზნის მისაღწევად“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.