ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილის მოპოვებას ულოცავს
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილის მოპოვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილის მოპოვებას ულოცავს.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს შემდგომ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.

„ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება – საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ირმა ხეცურიანი ოქროს, ხოლო ნინა თიბილაშვილი – ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ!“, – წერს პრემიერ-მინისტრი ფეისბუქგვერდზე.