ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს ძლიერი ფინანსური სექტორი და ინოვაციებით გაჯერებული ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემა სულ უფრო საინტერესო ხდება გლობალური ფინანსური სექტორის ლიდერებისთვის
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის CitiGroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯეი კოლინზთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს ძლიერი ფინანსური სექტორი და ინოვაციებით გაჯერებული ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემა სულ უფრო საინტერესო ხდება გლობალური ფინანსური სექტორის ლიდერებისთვის.
„ყოველთვის სასიამოვნოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის CitiGroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯეი კოლინზთან შეხვედრა და საქართველოს მომავლის ფინანსური მომსახურების ჰაბად განხილვა. ქვეყნის ძლიერი ფინანსური სექტორი და ინოვაციებით გაჯერებული ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემა სულ უფრო საინტერესო ხდება გლობალური ფინანსური სექტორის ლიდერებისთვის”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
Always great to catch up with @JayCollinsSays,Vice Chairman of Citi to discuss 🇬🇪s future as a financial services hub. 🇬🇪 with its strong financial sector & innovation driven fintech ecosystem is becoming increasingly interesting market for global leaders in the financial sector. pic.twitter.com/Mmz7fqXWsw
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) January 17, 2023