ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველომ მიაღწია უსაფრთხოებას, მშვიდობას, სხვა მთავრობების პირობებში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული გვქონდა ომი, ესკალაცია, ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა, ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველომ მიაღწია უსაფრთხოებას, მშვიდობას, სხვა მთავრობების პირობებში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული გვქონდა ომი, ესკალაცია, ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა, ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს

ვირჩევდი, იდეალურ სცენარზე მესაუბრა საქართველოს კონტექსტში, როგორ გადაგვეჭრა ოკუპაციის საკითხი, რაზეც არავინ საუბრობდა ადრე. 2008 წლის ომის შემდეგ საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო, რომ სანქციები არ იყო დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ქართველის, მთავრობის საბოლოო მიზანია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით.

„მინდა, ვისაუბრო საქართველოს ვითარებაზე, რადგან ჩვენ, ყველას პტივს ვცემთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. გვინდა, ძალიან მალე აღდგეს მშვიდობა, მაგრამ მინდა, ჯერ ჩემს ქვეყანაზე ვისაუბრო. მესმის თქვენი კითხვა, მესმის თქვენი აზრი, ფიქრები უკრაინაზე და ყველას აზრი მესმის, მაგრამ ჩვენ ჯერ საკუთარი თავის ინტერესები გვაქვს. რუსეთის ჯარი გვყავს ჩვენს ტერიტორიაზე, ამიტომ ვირჩევდი, იდეალურ სცენარზე მესაუბრა საქართველოს კონტექსტში, როგორ გადაგვეჭრა ეს პრობლემა, ოკუპაციის საკითხი, რაზეც არავინ არ საუბრობდა ადრე და 2008 წლის ომის შემდეგ, მგონი, საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო, რომ სანქციები არ იყო დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ. ყველამ გააგრძელა რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ბიზნესის წარმოება. ამიტომ ჩემი საბოლოო მიზანი, ყველა ქართველის საბოლოო მიზანი და ჩვენი მთავრობის საბოლოო მიზანია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა და უზრუნველყო ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა.

„2012 წელს, როცა მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ დავნერგეთ ახალი მიდგომა. ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით. საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, 600 კმ-იანი რუსეთთან, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი უერთდება ერთმანეთს. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მხრივ, ეს ოკუპაცია ჩვენს ქვეყანას აყენებს უშველებელი რისკებისა და გამოწვევების წინაშე, მეორე მხრივ, საქართველომ მოახერხა და მიაღწია უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მშვიდობას. თანამედროვე ისტორიაში, როცა 90-იან წლებში დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ჩემი და ჩვენი მთავრობის არსებობა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში. სხვა მთავრობების პირობებში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვქონდა ომი, ესკალაცია და კონფლიქტი. ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა, ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს. თან ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, გაგვაჩნია უვიზო მიმოსვლა, ევროპული პერსპექტივა მივიღეთ. მგონი, საოცრებაა, ეს კარგი გამოცდილებაა, კარგი მაგალითია. ჩვენ ვქმნით კარგ პრეცედენტს. ნავიგაციას ვახდენთ ამ ტურბულენტურ გარემოში, როგორ გადავრჩეთ პატარა ქვეყანა. პატარა ქვეყანა ვართ, არც ნატო-ს წევრი არ ვართ, თუმცა გვინდა, ვიყოთ ნატო-ს წევრი. არ ვართ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ნავიგაციას ვცდილობთ ამ რთულ სიტუაციაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.