ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო 2025 წელს უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, რომლის ორგანიზება, ჯამში, 100 მლნ ლარი დაგვიჯდება
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო 2025 წელს უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, რომლის ორგანიზება, ჯამში, 100 მლნ ლარი დაგვიჯდება

ვიწყებთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის მზადებას. მოგეხსენებათ, 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, ბიუჯეტიდან ჩვენ 100 მლნ ლარი უნდა გამოვყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად თბილისსა და ბაკურიანში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

„ბაკურიანში მოეწყობა ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის მოედანი, თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ახალი ინფრასტრუქტურა დაემატება თბილისსა და ბაკურიანს. წელს 25 მლნ ლარი უკვე გამოყოფილია. ჯამში, ამ ფესტივალის ორგანიზება 100 მლნ ლარი დაგვიჯდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.