ირაკლი ღარიბაშვილი - სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა, ვულოცავ სანდროს, მოფარიკავეთა ნაკრებს და მთელ საქართველოს
ირაკლი ღარიბაშვილი - სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა, ვულოცავ სანდროს, მოფარიკავეთა ნაკრებს და მთელ საქართველოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს.

„სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა – იგი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.

ვულოცავ სანდროს, ჩვენს მოფარიკავეთა ნაკრებს და მთელ საქართველოს.

შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

სანდრო ბაზაძემ წარმატებით იასპარეზა მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში („თბილისის თასი 2022“), რომელსაც სპორტის სასახლე მასპინძლობს და ისტორიული შედეგი დააფიქსირა – ის პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო.