ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი, გვარამია, მელია, ყველა ის კრიმინალი, რომლებიც დღემდე ძალადობენ მოსახლეობაზე, ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი, გვარამია, მელია, ყველა ის კრიმინალი, რომლებიც დღემდე ძალადობენ მოსახლეობაზე, ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში

ნიკა გვარამია არის ჩვეულებრივი დამნაშავე, იყო პროკურორის მოადგილე და მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა მთელი ის სისასტიკე და დანაშაულები, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია წინა ხელისუფლების განუყოფელი ნაწილია.

„ნიკა გვარამია არის განუყოფელი ნაწილი სააკაშვილის მჩაგვრელი, ანტიეროვნული, მოძალადე რეჟიმის. ის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა და გარყვნილების პროპაგანდისტია. შესაბამისად, გვარამია ვერასოდეს აირიდებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადად მას ეკისრება, რადგან იგი იყო პროკურორის მოადგილე, დღეს არის თვითგამოცხადებული მედიამენეჯერი და განათლების მინისტრი. ამ კონტექსტში შევადარე მიხეილ ჩხენკელს. ძალიან მარტივია, რომ სააკაშვილი, გვარამია, მელია, ყველა ის კრიმინალი, რომელიც დღემდე ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე, ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში“, – განაცხადა პრემიერმა.