ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით, ის არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მთავარი პრობლემა
ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით, ის არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მთავარი პრობლემა

სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით, მისი ბიძა არის ოლიგარქი, რომელიც პრეზიდენტს მართავდა, სააკაშვილის დედა არის ოლიგარქი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“.

„დადასტურებული ასი მილიონის ქონება აქვს გიული ალასანიას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი. სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მთავარი პრობლემა. რა გვარებიც ჩამოვთვალე, ისინი არიან პრობლემა. დესტაბილიზაციის, ჩვენი ხალხის სიმშვიდის და სტაბილურობის მთავარი მთავარი ფაქტორი არის სააკაშვილი და მისი პარტია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.