ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი, აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, მაშინვე შევა ციხეში, ამ ნარკომანი, არასერიოზული კაცის მოწოდებები საინტერესო არ არის
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი, აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, მაშინვე შევა ციხეში, ამ ნარკომანი, არასერიოზული კაცის მოწოდებები საინტერესო არ არის

არ არის საინტერესო სააკაშვილი, ეს არასერიოზული კაცი რას იტყვის, ვის მიმართავს და მორიგ ტყუილებს, მორიგ პროპაგანდისტულ გზავნილებს ვის გაუგზავნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიციისთვის მიმართვასთან დაკავშირებით, რომ „უკანონო ბრძანებები არ უნდა შეასრულონ“.

ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ციხეში წავა.

„სააკაშვილის, ამ ნარკომანი, არასერიოზული კაცის მოწოდებები…გუშინაც თუ ნახეთ, თუ დააკვირდებით, ნებისმიერი დამწყები პოლიციელი ამოიცნობს, რომ იყო ნარკოტიკული თრობის ქვეშ, უსმინეთ და უყურეთ. არ არის საინტერესო, ეს არასერიოზული კაცი რას იტყვის, ვის მიმართავს და მორიგ ტყუილებს, მორიგ პროპაგანდისტულ გზავნილებს ვის გაუგზავნის. ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი, ის აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში და ამ პროცესს ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი