ირაკლი ღარიბაშვილი - რუსული ოკუპაციის შემდეგ მთავარი საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უდგას, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მომდინარეობს
ირაკლი ღარიბაშვილი - რუსული ოკუპაციის შემდეგ მთავარი საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უდგას, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მომდინარეობს

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ძალების მოქმედებაზე საუბრისას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, რუსული ოკუპაციის შემდეგ დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მომდინარეობს.

„ჩემს გამოსვლაში ყველაფერი, რაც ვთქვი და უკავშირდება დესტრუქციული ძალების მოქმედებას ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათთან დაკავშირებულ ამ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ პარტიულ ტელევიზიებს. ისინი პირდაპირ ძირს უთხრიან ჩვენს სახელმწიფო ძლიერებასა და სტაბილურობას. რუსული ოკუპაციის შემდეგ მთავარი საფრთხე, რომელიც ჩვენ ქვეყანას და ქვეყნის სტაბილურობას უდგას, ეს მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან“, ამ დესტრუქციული ძალისგან. მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი რუსული ოკუპაციის შემდეგ სწორედ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მომდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში აღნიშნა, გარე საფრთხეების გარდა, ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დესტრუქციული ძალა გააქტიურდა.

დატოვე კომენტარი