ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთში შესაძლო ამბოხზე თუ აჯანყებაზე აღტაცება გამოხატეს, ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ, წყნარად იყავით, მეგობრებო, სახელმწიფო იქნება უკოპრომისო
ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთში შესაძლო ამბოხზე თუ აჯანყებაზე აღტაცება გამოხატეს, ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ, წყნარად იყავით, მეგობრებო, სახელმწიფო იქნება უკოპრომისო

რამდენიმე დღის წინ რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ასე შემდეგ. წყნარად იყავით, მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, ყველა უწყება არის მოწოდების სიმაღლეზე.

„რაც შეეხება უსაფრთხოების გარემოს, დასმულ შეკითხვას და მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას, ასევე მკითხეთ რამდენად შენარჩუნებულია ომის საფრთხე, არის თუ არა ეს საფრთხე გამქრალი და თუ არსებობს ჯერ კიდევ გამოწვევა. რა თქმა უნდა, გამოწვევები სახეზეა. ამის ერთ-ერთი ბოლო გამოვლინება, მცდელობა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის იყო მარტის აქციები. ეს იყო ძალიან თვალსაჩინო მაგალითი. ეს მღელვარება, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა მათ მიერ ორგანიზებული, მათ შორის ახალგაზრდების, ბევრი გულწრფელი ახალგაზრდის პროტესტი და მღელვარება სცადეს, რომ გამოეყენებინათ საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების, მიზნის მისაღწევად. ამ ნაწილში საფრთხეები რჩება, ისინი ხელიდან არ უშვებენ რაიმე პატარა შანსს, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას დესტაბილიზაცია და იგივე ბოლო ნათქვამი, მინდა, გავახსენო საზოგადოებას, რუსეთში რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა. პრიგოჟინის ამბოხის მიმართ მათი აღტაცება, გამონათქვამები, მიზნები და ბინძური ზრახვები, ყოფილი არარაობის, ჭიაბერაშვილის გამონათქვამები, საერთოდ რისი თავი აქვთ?!

ამათ თუ წარმოუდგენიათ, ამათ რამე გაბედონ და აქ ვიღაც, ჩვენი ხელისუფლება, ხალხი ასე დაუწყებს ყურებას, ნებისმიერ კანონდარღვევაზე მიიღებენ ათჯერ მეტ პასუხს. როგორც მიიღეს პასუხი 7-8 მარტს, ათჯერ მეტ პასუხს მიიღებენ პროპორციულად, იმისდა მიხედვით, როგორ მოიქცევიან ეს დესტრუქციული ჯგუფები, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს. ამიტომ ამას სჭირდება მეტი კონტროლი, ჩვენი სამსახურები, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახურები, ყველა არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ არავის არ ვაპატიებთ რაიმე პატარა გადაცდომას. ასეთ ვითარებაში ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვუფრთხილდებით თვალისჩინივით, როგორც საკუთარ ბავშვს. არ დავანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას ხელმეორედ. ერთხელ დაანგრიეს, ახლა მეორედ უნდათ, დაანგრიონ. ვიმეორებ, რამდენიმე დღის წინ რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ასე შემდეგ. წყნარად იყავით, მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. ამას სჭირდება შენარჩუნება, განმტკიცება. ჩვენ არავის არ დავუთმობთ და არავის არაფერს გავაბედინებთ. გვჭირდება ამ სიტუაციის შენარჩუნება, განმტკიცება, მაგრამ აქ რომ ვუყურებთ, რა მდგომარეობაშიც არიან, ეს რისკები არის შემცირებული, თუმცა საფრთხეები არსებობს. როგორც ქვეყნის გარედან მომდინარე საფრთხეები, ასევე ქვეყნის შიგნით, ქვეყნის შიდა მტრული ძალების, „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეები, რომლებსაც ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვსწავლობთ, ვაკვირდებით და ვახდენთ პრევენციას და რისკების შემცირებას“, – განაცხადა პრემიერმა.