ირაკლი ღარიბაშვილი - როგორც ბრძოლაში გამოწრთობილი პარტნიორი ქვეყანა, მოუთმენლად ველით ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ალიანსის წევრობა
ირაკლი ღარიბაშვილი - როგორც ბრძოლაში გამოწრთობილი პარტნიორი ქვეყანა, მოუთმენლად ველით ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ალიანსის წევრობა

როგორც ბრძოლაში გამოწრთობილი პარტნიორი ქვეყანა, მოუთმენლად ველით ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ნატო-ს წევრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ გარემოში, ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თანმიმდევრულ და მტკიცე მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. დღეს, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ გარემოში, ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თანმიმდევრულ და მტკიცე მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს. როგორც ბრძოლაში გამოწრთობილი პარტნიორი ქვეყანა, მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ნატო-ს წევრობა“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერში“.

დატოვე კომენტარი