ირაკლი ღარიბაშვილი - რეიტინგის მიხედვით, საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იტალიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში
ირაკლი ღარიბაშვილი - რეიტინგის მიხედვით, საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იტალიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში

რეიტინგის მიხედვით, საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იტალიაში,  ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კანონის უზენაესობით საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.

„საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების კორუფციის“ მიმართულებით 180 ქვეყანას შორის საქართველომ კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიო მასშტაბით მე-20 შედეგი აჩვენა და ევროპის მასშტაბით 12-ე ადგილი დაიკავა.

საქართველომ აქაც გაასწრო მსოფლიოს ბევრ მოწინავე ქვეყნას. ჩვენი შეფასება ერთ ნახევარჯერ მაღალია, ვიდრე ცხრა ევროპული ქვეყნის – ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, მალტის, კვიპროსის. ასევე სამხრეთ კორეის, და ორჯერ მაღალი, ვიდრე ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის მაჩვენებელი. ამ შედეგებით საქართველო გაუთანაბრდა მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელმწიფოებს, როგორიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრია, ბელგია, ისლანდია, სლოვენია, ხორვატია და ა.შ.

შედარებისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმდინარე შეფასება სამჯერ აღემატება 2011-2012 წლის დონეს.

და ბოლოს, რეგულირების ხარისხი მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში 19-ე ადგილზე გავიდა. ასე, რომ კიდევ ერთხელ, მინდა მთავრობის თითოეულ წევრს და საჯარო მოხელეებს მივულოცო აღნიშული წარმატება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი