ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს გურიას ეწვევა
ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს გურიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, რეგიონში მის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნობა, ასევე ესტუმრება სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებულ საწარმოებს.

მთავრობის მეთაური, 12:15 საათზე, ლანჩხუთის ცენტრში, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.