ირაკლი ღარიბაშვილი – რადას თავმჯდომარესთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან. შევთანხმდით, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას როგორც ასოცირების ტრიოს წევრებს შორის, ასევე ტრიოსა და ევროპარლამენტს შორის”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Productive meeting w/ @DRazumkov. We agreed that after the signing of the Memorandum of Understanding by 🇬🇪, 🇺🇦, &🇲🇩, it is of utmost importance to further strengthen our parliamentary cooperation within the trio, as well as between the trio & the European Parliament. pic.twitter.com/7NMgHLvvWY
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) August 22, 2021