ირაკლი ღარიბაშვილი - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ამოქმედების დღიდან დღემდე სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და 62 500 სამუშაო ადგილი შეიქმნა
ირაკლი ღარიბაშვილი - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ამოქმედების დღიდან დღემდე სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და 62 500 სამუშაო ადგილი შეიქმნა

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ამოქმედების დღიდან დღემდე სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და 62 500 სამუშაო ადგილი შეიქმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროგრამის საშუალებით საანგარიშო პერიოდში მხარდაჭერილია 1 000-მდე პროექტი.

„მინდა, მოკლედ ჩამოვთვალო იმ ფაქტორების შესახებ, რაც განაპირობებს ეკონომიკურ წარმატებებს, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან გაჯანსაღებას და გაუმჯობესებას: პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვდა ბიზნესის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური ხელშეწყობის მექანიზმები; მეწარმეებისათვის ადგილობრივ დონეზე ბიზნესის მხარდამჭერის მიზნით, დამუშავდა რეგიონული ზრდის ცენტრების კონცეფცია; წელს გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრები რეგიონებში. პროგრამის საშუალებით საანგარიშო პერიოდში მხარდაჭერილია 1 000-მდე პროექტი, შეიქმნება 6 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. მხოლოდ ამ ერთი პროგრამის ფარგლებში. სულ კი, შექმნის დღიდან, ამ პროგრამის ამოქმედების დღიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და 62 500 სამუშაო ადგილი შეიქმნა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.