ირაკლი ღარიბაშვილი - პოლონურ კომპანიასთან ერთად, ვიწყებთ დრონების წარმოებას
ირაკლი ღარიბაშვილი - პოლონურ კომპანიასთან ერთად, ვიწყებთ დრონების წარმოებას

პოლონურ კომპანიასთან ერთად, ვიწყებთ დრონების წარმოებას. ქვეყნაში შეიძლება რამდენიმე ათასი დრონის წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, გრძელდება ჯარის გაძლიერება, ბოლო რამდენიმე წელიწადია, აქტიურად ხორციელდება თანამედროვე შეიარაღების სისტემების შეძენა.

„გრძელდება ჩვენი ჯარის გაძლიერება, ამ მიმართულებით უკვე ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ვახორციელებთ თანამედროვე შეიარაღების სისტემების შეძენას. მიმდინარეობს როგორც ანტისატანკო, ასევე საჰაერო თავდაცვის განახლება. უკვე რამდენიმე თვეში გავხსნით და გადავცემთ ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ბინებს. ეს არის ჯარის ქალაქის პროექტი, რომელიც სულ რაღაც ორ წელიწადში განვახორციელეთ. ასევე, გეტყვით, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სამხედრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით, საფრენი აპარატების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ ცნობილ ებრაულ კომპანია „რაფაელთან“,  მიმდინარეობს წარმოებული სისტემების განახლება-მოდერნიზაცია, ახალი სისტემების შეძენა. ასევე, ჩვენ დავიწყეთ ემ-4 ტიპის ავტომატური შაშხანების წარმოება, ახლა აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული შაშხანების შემოწმება. პოლონურ კომპანიასთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ დრონების წარმოებას, რამდენიმე თვეში დავიწყებთ დრონების წარმოებას და ქვეყნაში შეიძლება რამდენიმე ათასი დრონის წარმოება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.