ირაკლი ღარიბაშვილი – პოლიტიკური ნიშნით დევნა 2012 წელს დავასრულეთ, სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია
პოლიტიკური ნიშნით დევნა დავასრულეთ 2012 წელს, ნებისმიერი სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამ კომენტარით ღარიბაშვილმა უპასუხა მედიის კითხვას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშის განცხადებაზე, რომელშიც ის „საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „მართველი პარტია ოპოზიციას ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებითა და შევიწროების სხვა ფორმებით“.
„პოლიტიკური ნიშნით დევნა დავასრულეთ 2012 წელს. ნებისმიერი სპეკულაციები და მანიპულაციები საფუძველს აბსოლუტურად მოკლებულია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.