ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში იმყოფებოდა
ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ფერისცვალება მიულოცა და წმინდა ნიკოლოზის ტაძარი მოილოცა. მეუფემ ირაკლი ღარიბაშვილი დალოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.