ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიცია ექვსი თვის განმავლობაში პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ქვეყანას, ამ დესტრუქციულმა ქმედებამ ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი
ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიცია ექვსი თვის განმავლობაში პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ქვეყანას, ამ დესტრუქციულმა ქმედებამ ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი

მინდა, კითხვა დავუსვა იმ ოპოზიციას, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ჩვენს ქვეყანას, მათმა ამ დესტრუქციულმა ქმედებამ ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიური ანგარიშის შემდეგ დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პარტნიორებისგან არაერთხელ მოუსმენია, რომ ოპოზიციის ნაწილის ეს ქმედება დამაზიანებელია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმიჯისთვის.

„ჩვენ ამდენი ლოდინის შემდეგ ვნახეთ, რომ აბსოლუტურად არავითარი არგუმენტი არ იქნა წარმოდგენილი ამ ადამიანების მხრიდან, გარდა აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამებისა. კარგია, რომ საბოლოოდ აქ სხედხართ, მისასალმებელია და ეს ადასტურებს, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში თქვენ სახელმწიფო პრაქტიკულად პარალიზების რეჟიმში ამყოფეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი