ირაკლი ღარიბაშვილი - ნებისმიერი საკითხი, თუ გაუგებრობა უნდა იყოს განხილული პირისპირ დიალოგის და არა წერილების მეშვეობით
ირაკლი ღარიბაშვილი - ნებისმიერი საკითხი, თუ გაუგებრობა უნდა იყოს განხილული პირისპირ დიალოგის და არა წერილების მეშვეობით

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის სახელზე გაგზავნილ კონგრესმენების წერილებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მათთვის საინტერესო საკითხები განხილული იყოს არა წერილების, პირისპირ დიალოგის მეშვეობით.

„მე დეტალებში არ მსურს, შევიდე. ერთს ვიტყვი, რომ ნებისმიერი კითხვა, საკითხი, გაუგებრობა, შესაძლოა, არსებობდეს ცალკეულ კონგრესმენებსა თუ ჩვენ შორის, ეს უნდა იქნას განხილული არა წერილების, არამედ პირისპირ დიალოგის მეშვეობით, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. არავითარი ზედმეტი ტრაგიზმი და დრამატიზება ამ საკითხის არ შედის ჩვენს, ჩვენი სახელმწიფოს, ხალხის ინტერესებში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება კონგრესმენების წერილების ირგვლივ პოლიტიკური ოპონენტების შეფასებებს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ისინი საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

„ზოგადად, დამოკიდებულება და შეფასებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა პოლიტიკური ოპონენტის მხრიდან არის ნათელი დასტური იმისა, რომ მათი მთავარი საზრუნავი არ არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები, ეს არის მათი ვიწროპარტიული ინტერესების გამოხატულება, შესაბამისად,  ვერ ვხედავ ვერანაირ დიდ სირთულეს იმისას, რომ ნებისმიერი კითხვა, წუხილი თუ შეიძლება ვინმეს გააჩნდეს, ეს იყოს განხილული დიალოგის რეჟიმში“ ,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი