ირაკლი ღარიბაშვილი – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ვიქტორ ორბანთან, ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკაზე
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკასა და კავშირების გაღრმავების აუცილებლობას.
„შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკაზე და ჩვენი კავშირების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე მრავალი მიმართულებით. მადლობას ვუხდი უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.
Had a fruitful meeting w/🇭🇺 PM Viktor Orbán. Focused on the dynamics of 🇬🇪-🇭🇺 bilateral cooperation & the need to further deepen our ties in many areas. Grateful for 🇭🇺’s firm support to 🇬🇪’s sovereignty & territorial integrity as well as our 🇪🇺 & Euro-Atlantic aspirations. pic.twitter.com/exHoGpAkdH
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 27, 2022