ირაკლი ღარიბაშვილი - მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობარ ქვეყნებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში
ირაკლი ღარიბაშვილი - მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობარ ქვეყნებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში

ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის მეშვეობით, ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობარ ქვეყნებთან – სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ჩვენს სამივე ქვეყანას, ფართომასშტაბიან ფარგლებში რეგიონს და ასევე ჩვენს ქვეყნებს დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს.

„დღეს მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლო ჩემს ორივე ძვირფას კოლეგას, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და პრემიერ-მინისტრ ასადოვს. ზედმეტია იმის თქმა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ჩვენს ყველა ქვეყანას, ფართომასშტაბიან ფარგლებში რეგიონს და ასევე ჩვენს ქვეყნებს დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.