ირაკლი ღარიბაშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ ყაზახეთში მაღაროელების დაღუპვასთან დაკავშირებით, თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს

20:39, 29.10.2023

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ კოსტენკოში მაღაროელების დაღუპვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულების ოჯახებსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალიხან სმაილოვს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ კოსტენკოში მაღაროელების დაღუპვასთან დაკავშირებით და მათ ოჯახებს თანავუგრძნობ.

ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ყაზახი ხალხისადმი.

თანავუგრძნობ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალიხან სმაილოვს“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი